ემა სტოუნი ერთ-ერთია იმ მსახიობებიდან, რომელთა სასცენო სახელიც რეალურისგან განსხვავდება. ემას რეალური სახელი ემილი სტოუნია. მას სახელის შეცვლა იმის გამო მოუწია, რომ აშშ-ის მსახიობთა გილდიის სიაში მსახიობი ემილი სტოუნი უკვე არსებობდა. სწორედ ამის გამო, ფართო საზოგადოებამ სტოუნი ემას სახელით გაიცნო, თუმცა ახლობლები და ოჯახის წევრები მას კვლავ ემილის ეძახიან.
სტოუნის ერთ-ერთი ბოლო სერიალი The Curse არის და ამ თემაზე ინტერვიუს დროს მან სახელის ისტორიაზეც ისაუბრა. ჟურნალისტმა მას სახელზე კითხვა მას შემდეგ დაუსვა, რაც მსახიობმა, ნათან ფილდერმა, ემას ემილი დაუძახა.
"ის მსახიობები, რომელთან ერთადაც ვმუშაობ და მათ კარგად ვიცნობ, ნამდვილი სახელით მომმართავენ. რამდენიმე წლის წინ სახელის შეცვლის გამო ძალიან ვნერვიულობდი და ვფიქრობდი, რომ მეტი აღარ შემეძლო — მინდოდა, ადამიანებს ჩემთვის ემილი დაეძახათ. გამიხარდებოდა, თუ ჩემი გულშემატკივრებიც ამ სახელით გამიცნობენ", — ამბობს მსახიობი.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც სტოუნმა თავისი სახელის ისტორიაზე ილაპარაკა. 2018 წელს ჯიმი ფელონთან სტუმრობისას მან იხუმრა, რომ ბავშვობაში ჯგუფ Spice Girls-ის ერთ-ერთი წევრის გამო უნდოდა, მასაც ემა რქმეოდა, ახლა კი ეს ოცნება აუხდა.