პრომოუტერების აზრით, ამერიკელმა მომღერალმა კონცერტში მონაწილეობა პოლიტიკური მოსაზრებებით გადაიფიქრა.
ჯენიფერ ლოპესი ჩრდილოეთ კვიპროსში, ფეშენებელური სასტუმროს Cratos Premium – ის გახსნაზე, 24 ივლისს უნდა გამოსულიყო და კონტრაქტით მას, 3 მილიონი აშშ დოლარი უნდა მიეღო.
მედიაში ატეხილი მკვეთრი კრიტიკის გამო, ლოპესმა ვიზიტი გააუქმა.
კვიპროსის თურქულ ანკლავში პოპ–ვარსკვლავის ჩასვლას კვიპროსის ბერძნული მოსახლეობა აპროტესტებდა. მომღერალზე სერიოზული შეტევა მიიტანეს ბერძნულმა დიასპორებმა, მათ შორის აშშ–ში.
ლოპესმა სასწრაფოდ განაცხადა, რომ იგი არასდროს დაუჭერს მხარს ისეთ სახელმწიფოს, წარმონაქმნს, ან რეჟიმს, რომელიც ასოცირდება საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების დარღვევასთან.