საფრანგეთის სპორტის მინისტრი კილიან მბაპეს პსჟ-დან სავარაუდო წასვლის ინფორმაციას გამოეხმაურა

საფრანგეთის სპორტის მინისტრი კილიან მბაპეს პსჟ-დან სავარაუდო წასვლის ინფორმაციას გამოეხმაურა

საფრანგეთის სპორტის მინისტრმა ამელი უდეა-კასტერამ ფორვარდ კილიან მბაპეს პსჟ-დან შესაძლო წასვლასა და პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე ისაუბრა.

„მან უკვე წარმოუდგენელად ბევრი მოგვცა, შთააგონა ლიგა 1 და იმედი ჩაგვისახა ყველას. ცხადია, ახლაც ვნერვიულობთ, რადგან გვინდა ის ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტად ვიხილოთ მოედანზე, უფრო ხშირად ვუყუროთ მის თამაშს.

მაგრამ მან უნდა გააგრძელოს კარიერის შენება, გააკეთოს არჩევანი. რისი თქმაც მსურს ის არის, რომ ის რჩება ჩვენ კაპიტნად საფრანგეთის ნაკრებში და ძალიან მინდა, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ითამაშოს“, - ციტირებს უდეა-კასტერას სიტყვებს RMC Sport.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მბაპემ მადრიდის „რეალთან" კონტრაქტი 2024 წლის თებერვლის პირველ კვირას გააფორმა. ფეხბურთელის ხელშეკრულება კლუბთან ხუთწლიანია.

მისი მონაწილეობა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საეჭვოა მადრიდული კლუბის პოლიტიკის გამო, რომელსაც არ სურს თავისი მოთამაშეების გაშვება ტურნირზე.