მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცივი იარაღით მივიდა

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცივი იარაღით მივიდა

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე, ერთ-ერთ პირს ხელში ცივი იარაღი, სავარაუდოდ დანა ეჭირა, რის წართმევასაც პოლიცია ცდილობდა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან ცოტა ხნის წინ გადაინაცვლეს მთავრობის ადმინისტრაციასთან. ისინი ითხოვენ, რომ პრემიერი მივიდეს აქციაზე.