ნიკა გვარამიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცენ. ამის შესახებ „ქრონიკის“ კორესპოდენტი იტყობინება, რომელიც ჭიჭინაძის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება.
ჭიჭინაძის ქუჩაზე იმყოფებიან სხვა ოპოზიციური ლიდერებიც, მათ შორის ნიკა მელია, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.
აქციის მონაწილეები ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიულად არიან განწყობილი და ხელს უშლიან პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.