მამუკა მდინარაძე: დღემდე რომ პასუხს ვერ გვცემენ 70 მილიონზე, სად გაშავდა ეს ფული, სად წავიდა და რა ბნელ საქმეებს მოხმარდა, ვინ არის სიტყვის გამტეხი, მგონი პასუხი მარტივია

მამუკა მდინარაძე: დღემდე რომ პასუხს ვერ გვცემენ 70 მილიონზე, სად გაშავდა ეს ფული, სად წავიდა და რა ბნელ საქმეებს მოხმარდა, ვინ არის სიტყვის გამტეხი, მგონი პასუხი მარტივია

ჩვენ გვეუბნებიან, რომ პირობა დავარღვიეთ. ეს იცით როგორი მიდგომაა, თქვენ ამბობთ, რომ გამჭვირვალეა ყველაფერი, მე ვამბობ, რომ კანონს უკან აღარ დავაბრუნებ. შემდეგ თქვენ კიდევ უფრო გაუმჭვირვალეს ხდით ამ ყველაფერს, შავი ფულის შემოდინება ხდება გაათმაგებით და რევოლუციურ გეგმებს ამზადებთ, ლგბტ პროპაგანდას აფინანსებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მე კანონი დავაბრუნე და როგორ გაბედეო, მე დავაფინანსებ პროპაგანდას, მე დავაფინანსებ რევოლუციას, მე შემოვიტან შავ ფულს, მე გავიმეორებ იმას, რაც ვიკადრე ISFED-ის მეშვეობით, გავაყალბებთ პარალელური დათვლის მონაცემებს და ამით აგაყირავებთ, მაგრამ შენ შარშან რომ თქვი, კანონს არ დავაბრუნებო, ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორ გაბედე, რომ დააბრუნე, შენ სიტყვა გატეხეო. ამ შემთხვევაში ვინ არის სიტყვის გამტეხი, გამჭვირვალეაო და დღემდე რომ პასუხს ვერ გვცემენ 70 მილიონზე, სად გაშავდა ეს ფული და სად წავიდა და რა ბნელ საქმეებს მოხმარდა. ვინ არის სიტყვის გამტეხი, მგონი პასუხი მარტივია. მათ არ აწყობთ კანონის შინაარსში შესვლა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.