The New York Times: ვაშინგტონის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები უკრაინის ალიანსში მიწვევას არ გეგმავენ

The New York Times: ვაშინგტონის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები უკრაინის ალიანსში მიწვევას არ გეგმავენ

ვაშინგტონის სამიტზე ნატოს წევრი ლიდერები უკრაინის ალიანსში მიწვევას არ გეგმავენ. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს.

კერძოდ, ნატოში არ სურთ ალიანსში ისეთი ქვეყნის მიღება, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების გამო ალიანსს ომში ჩაითრევს.

ამასთანავე, ნატოში სურთ, გამონახონ „ოქროს შუალედი“ - შესთავაზონ უკრაინას ისეთი რამ, რაც ქვეყნის მოსახლეობას აგრძნობინებს, რომ ნატო მხარს უჭერს უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში.

The New York Times-ის ინფორმაციით, ვაშინგტონის სამიტზე უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგებიან გერმანია და აშშ. ვაშინგტონსა და ბერლინს სურთ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნას და ჩამოყალიბდეს კონკრეტული პირობები, რომელიც უნდა შეასრულოს უკრაინამ მოლაპარაკებების დასაწყებად. ჯერჯერობით ამ პირობების ჩამოყალიბება ვერ ხერხდება.