ირაკლი ხელაძე: თუ ევროკოვშირმა უნდა მიიღოს ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციით, თუ აშშ-ში ეფექტიანად მუშაობს გამჭვირვალობის კანონი, რატომ არ უნდა იყოს საქართველოში? არ გაგჩენიათ შეკითხვა, რას უფრთხიან, რატომ ეწყებათ ისტერიკა?

ახალი ტალღა ააგორეს საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, ამიტომ ხალხმა აუცილებლად უნდა იცოდეს სიმართლე, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე სოციალურ ქსელში წერს.

„რას ემსახურება „კაკებეშნიკური“ პროპაგანდა და რისკენ არის მიმართული?! რატომ ცდილობენ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივის „გაშავებას“?!

თუ ევროკავშირმა უნდა მიიღოს ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციით, თუ აშშ-ში ეფექტიანად მუშაობს, რატომ არ უნდა იყოს საქართველოში?! არ გაგჩენიათ შეკითხვა, რას უფრთხიან, რატომ ეწყებათ ისტერიკა?! ეს კანონი ვინმეს რამეს ართმევს?!

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან მიმართებაში წარმოქმნილი სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში თავად სცემს პასუხს ძალიან ბევრ კითხვას“, - წერს ხელაძე.

თომა პატივცემულო! თქვენ სადაც აგირჩიეს და ნდობა გამოგიცხადეს სჯობს იმ რაიონს მიხედოთ, ნაომარ ველს რომ გავს, ნაძალადევის რაიონი განსაკუთრებით თემქა და ლოტკინი, გამომივიდა ესეც რა მოლაპარაკე თავი.
1 წლის უკან