"სინამდვილე არ აწყობთ მეხუთე კოლონის წარმომადგენლებს იმიტომ, რომ გამჭირვალე გახდება მათი მოღალატეობრივი ქმედებები საქართველოს მიმართ"

„სინამდვილე არ აწყობთ შარლატან-ექსპერტებს და მეხუთე კოლონის წარმომადგენლებს იმიტომ, რომ ღია და საყოველთაოდ გამჭირვალე გახდება მათი მოღალატეობრივი ქმედებები საქართველოს მიმართ“-ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე რადიკალური ოპოზიციისა და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლების მხრიდან „გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას.

„სინამდვილე ეს არის, რომელიც არ აწყობთ შარლატან-ექსპერტებს და მეხუთე კოლონის წარმომადგენლებს!
რატომ? იმიტომ რომ ღია და საყოველთაოდ გამჭირვალე გახდება ფულისთვის მათი მოღალატეობრივი ქმედებები საქართველოს მიმართ!“- წერს გვენეტაძე სოციალურ ქსელში.