ლაშა ჩხიკვაძე: ქალბატონი კელი დეგნანი ძალიან არასწორად და უსამართლოდ მომექცა პირადად მე

ლაშა ჩხიკვაძე: ქალბატონი კელი დეგნანი ძალიან არასწორად და უსამართლოდ მომექცა პირადად მე

[იყო] ცილისწამება, დიდი ლანძღვა-გინება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, რასაც ძალიან ცუდი, უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდა, მათ შორის ჩემს შვილებზე. ერთ-ერთ შვილს დღემდე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ამ კუთხით და დღემდე ვმკურნალობთ, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ შეაფასა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც გვარამიას სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

„ამ სპეკულაციებს საბოლოო წერტილი დაუსვა ძალიან მყარად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ. ვინ ყოფილა მართალი? ისინი - ყველა ერთად, თუ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე? მინიმუმ, ბოდიში აქვთ მოსახდელი ჩემთან“, - აცხადებს ჩხიკვაძე.

მან ასევე ისაუბრა იმაზე თუ როგორ მოსთხოვეს მას აშშ-ის საელჩოში გვარამიას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ანგარიში და მალევე მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლაზეც უარი უთხრეს.

„ქალბატონი კელი დეგნანი [აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში] ძალიან არასწორად და უსამართლოდ მომექცა პირადად მე. არადიპლომატიური, არამეგობრული და არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე ჩემს მიმართ და რაღაც კეთროვანად გამომაცხადეს“, - განაცხადა მოსამართლემ.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.

2023 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.

ცუგო- პირიქით რომ ყოფილიყო და დეგნანს შეექეთ, მაშინ უნდა გენერვიულათ...
1 წლის უკან