„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ არ აქვს საფუძველი, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ენდოს, თუმცა ნიკა გვარამიას მაინც პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.
„რასაც ვამბობდი ამ საკითხთან დაკავშირებით, ისევ იმ აზრზე ვრჩები, მიუხედავად იმისა, თუ რა პროცედურული ხარვეზები დაუშვეს სტრასბურგში წარდგენის დროს ადვოკატებმა. მე არ მაქვს საფუძველი, არ ვენდო სტრასბურგის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.
კითხვას - „სტრასბურგს ენდობით, მაგრამ გვარამია პოლიტიკური პატიმარია?“ მანჯგალაძემ დადებითად უპასუხა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან მიღებული უარის შემდეგ ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში მიდის იმის დასამტკიცებლად, რომ ქართველმა მოსამართლეებმა მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღეს.