ის აგრესია, რომელიც პირდაპირ მომდინარეობს ლგბტ პროპაგანდიდან ჩვენი ოჯახებისკენ, შვილებისკენ, მომავლისკენ, უნდა იყოს რაც შეიძლება მალე აღკვეთილი, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ფსევდოლიბერალური და ლგბტ პროპაგანდისგან დაცვის მოტივით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებების ფარგლებში მომზადებული კანონპროექტი დაიცავს ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებებსაც.
„ერთი არის ადამიანის უფლებების დაცვა, რომელსაც გპირდებით, რომ მაღალი სტანდარტით იქნება დაცული, ხოლო მეორე შემთხვევაში ის აგრესია, რომელიც პირდაპირ მომდინარეობს ლგბტ პროპაგანდიდან ჩვენი ოჯახებისკენ, შვილებისკენ, მომავლისკენ, უნდა იყოს რაც შეიძლება მალე აღკვეთილი რეგულაციებზე დაყრდნობით, რადგან ეს კანონი დაიცავს იმ ადამიანის უფლებებსაც, ვინც ამ თემს წარმადგენს და რომელთა უმრავლესობაც სხვათა შორის ასვე წინააღმდეგია პროპაგანდის“, - განაცხადა ოდიშარიამ.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.