ჰერმან საბო ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ კვლევაზე: ცოტა ღიმილის მომგვრელია, ამერიკის შეერთებულ შტატებზე დამოუკიდებელი სასამართლო რომ გვაქვს

ჰერმან საბო ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ კვლევაზე: ცოტა ღიმილის მომგვრელია, ამერიკის შეერთებულ შტატებზე დამოუკიდებელი სასამართლო რომ გვაქვს

ცოტა ღიმილის მომგვრელია, ამერიკის შეერთებულ შტატებზე დამოუკიდებელი სასამართლო რომ გვაქვს, - ასე აფასებს „გირჩის“ წევრი ჰერმან საბო კვლევასთან დაკავშირებით, რომელიც ქართულ მართლმსაჯულებას ეხება.

„ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ჩემთვის ამ კვლევის სანდოობა. მარტივად რომ ვთქვათ, შეიძლება მეთოდოლოგიურად დათვალონ, მაგრამ ვიღაც რომ გეუბნება, რომ საქართველო ევროპაში ათეულში რომ შედის დამოუკიდებელი სასამართლოთი, ცოტა ღიმილის მომგვრელია, ამერიკის შეერთებულ შტატებზე დამოუკიდებელი სასამართლო რომ გვაქვს“, - აღნიშნა საბომ.

სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ათეულში მე-9 პოზიციაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი საუკეთესო სამეულშია. დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) სასამართლოზე სახელისუფლებო თავდასხმების ინდექსი გამოაქვეყნა (Government attacks on judiciary), რომელიც სასამართლოს კეთილსინდისიერებაზე ხელისუფლების შეტევებს იკვლევს.