ბექა ოდიშარია: ვინც ასეთი დიდი ეროვნული ზეიმისას პრემიერს შეძახილით შეხვდა, ომში რომ გაგითავდეს მჭიდი, ის ალბათ, ტყვია-წამალს არ მოგაწვდის

ბექა ოდიშარია: ვინც ასეთი დიდი ეროვნული ზეიმისას პრემიერს შეძახილით შეხვდა, ომში რომ გაგითავდეს მჭიდი, ის ალბათ, ტყვია-წამალს არ მოგაწვდის

ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ ბოღმას ვერ ლახავენ და თავიანთ ბინძურ დღის წესრიგს ვერ ცდებიან, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.

დეპუტატი გამოეხმაურა გვარამია-მელიას თანაგუნდელების მცდელობას, ნეგატიური შეძახილებით გადაეფარათ რესპუბლიკის მოედანზე პრემიერის სიტყვით გამოსვლა.

„ვინც გუშინ ასეთი დიდი ეროვნული ზეიმისას საქართველოს პრემიერს შეძახილით, ან სტვენით შეხვდა, ომში რომ გაგითავდეს მჭიდი, ის ალბათ, ტყვია-წამალს არ მოგაწვდის“, - აღნიშნა ოდიშარიამ.