პასუხიც აქვთ გასაცემი თუ რატომ ხდება საქართველოს, ქართული მართლმსაჯულების მიზანმიმართული დისკრედიტაცია პოლიტიკოსების ან მსგავსი საქმეების გამოყენებით, - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით თავად გვარამიას განცხადებასაც გამოეხმაურა.
„ახლა რაც შეეხება გვარამიას განცხადებას. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას თუ ვისთან და რასთან გვაქვს საქმე - ადამიანებთან, რომლებისთვისაც არანაირი დემოკრატიული საფუძველი არ არსებობს. ძალაუფლება მათ ხელში ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური სასამართლო და ყველანაირი ძალაუფლება უნდა ჰქონდეთ მათ. ეს არის საშიში განცხადება“, - მიიჩნევს ბოჭორიშვილი.
„არა უშავს, შეიცვლება ხელისუფლებაც, შეიცვლება სასამართლოც და ყველა პოლიტიკური საქმის ყველა დეტალს დაწვრილებით გავიგებთ, ჩვენც და ევროპული სასამართლოც“, - ასე გამოეხმაურა ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
სტრასბურგის სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. 2 ნოემბერს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოში სწორედ ამ საქმეს ასაჩივრებდა.
2023 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა.