საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო საქართველოს საბერძნეთთან გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.
„ჩვენს მეგობრებსა და ძმებს, საქართველოს ვულოცავთ ისტორიაში პირველად ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე გასვლას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!“ - წერს საელჩო.
საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.