საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას საქართველოში დანიის საელჩო ეხმაურება.
„ვულოცავთ საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ გუნდს და ყველა გულშემატკივარს ამ ისტორიულ გამარჯვებას! შემდეგი გაჩერება ევროპის ჩემპიონატი!“, - წერს დანიის საელჩო.
საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.