ანრი ოხანაშვილი: თქვენ შეიძლება იყოთ ბიჭის შემთხვევაში გოგო და ან გოგო შემთხვევაში ბიჭი - ფინანსდება პროექტები, რომელიც მიზნად ისახავს უკვე ბაღიდან, სასწავლო პროგრამებში ასეთი პროგრამების შეტანას

ანრი ოხანაშვილი: თქვენ შეიძლება იყოთ ბიჭის შემთხვევაში გოგო და ან გოგო შემთხვევაში ბიჭი - ფინანსდება პროექტები, რომელიც მიზნად ისახავს უკვე ბაღიდან, სასწავლო პროგრამებში ასეთი პროგრამების შეტანას

ჩვენი ამოცანა არ არის ცალკეული პირების, განსხვავებული ცხოვრების წესის სტიგმატიზება. კონსტიტუციით დაცულია, აღიარებულია ყველა მათი უფლება, განურჩევლად ცხოვრების წესისა. ეს არის ხელშეუხებელი და ასევე დარჩება, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მან ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების მიზანი კიდევ ერთხელ განმარტა. მისივე თქმით, აკრძალვა უკავშირდება მიზანმიმართულ პროპაგანდას.

„ბაღებში, სკოლებში უნდა შევიდეს სასწავლო პროგრამები, სადაც ბავშვებს ეტყვიან, რომ თქვენ ხართ ბიჭად ან გოგოდ დაბადებული, მაგრამ იფიქრეთ, არსებობს ასეთი იდეოლოგია, რომ თქვენ შეიძლება იყოთ ბიჭის შემთხვევაში გოგო და ან გოგო შემთხვევაში ბიჭი. პირდაპირ ფინანსდება პროექტები, რომელიც მიზნად ისახავს უკვე ბაღიდან, სასწავლო პროგრამებში ასეთი პროგრამების შეტანას.

ჩვენ თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს არის იდეოლოგია, რომელიც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უნდა გაიზიაროს, მაშინ ესეც უნდა ვთქვათ, თუმცა მე ამ წარმოდგენის არ ვარ. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა სხვაგვარად ფიქრობს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, მზად არიან ყველას მოსაზრება მოისმინონ, ვისაც საღი აზრი და არგუმენტები ექნება.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.