ნიკოლ ფაშინიანი: აზერბაიჯანთან ურთიერთობების გამოსწორებისკენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ. საქართველო დაინტერესებულია არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზებით, არამედ პრაქტიკულადაც ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს

ნიკოლ ფაშინიანი: აზერბაიჯანთან ურთიერთობების გამოსწორებისკენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ. საქართველო დაინტერესებულია არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზებით, არამედ პრაქტიკულადაც ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან ურთიერთობების გამოსწორებისკენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ. საქართველო დაინტერესებულია არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზებით, არამედ პრაქტიკულადაც ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგებას, - ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ერევანში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს ჩემს კოლეგას ასევე გავაცანი ის პროცესები და ჩვენი მოსაზრებები, რომელიც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ სომხეთი მზად არის მშვიდობის და სტაბილურობისთვის ყველაფერი გააკეთოს და ჩვენი პასუხისმგებლობა ვიკისროთ ამ მიმართულებით. ველით, რომ მსგავსი დამოკიდებულება იქნება მეორე მხრიდანაც. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან ურთიერთობების გამოსწორებისკენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ უმაღლეს დონეზე - სამი პრინციპით ვიხელმძღვანელებთ, ალმატის 1991 წლის დეკლარაციის საფუძველზე, რომელიც აღიარებს ორივე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, დელიმიტაციის პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ალმატის დეკლარაციის საფუძველზე კვლავ და ორივე ქვეყანას შორის ურთიერთპატივისცემის საფუძველზე მოხდეს ურთიერთობების დალაგება. მიგვაჩნია, რომ მშვიდობა და ეს პროექტი, რომელსაც ვთავაზობთ მეზობელ ქვეყანას, იქნება სამომავლო თანამშრომლობის საწინდარი სტრატეგიული ურთიერთობების დასალაგებლად აზერბაიჯანთან. საქართველო დაინტერესებულია არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზებით, არამედ პრაქტიკულადაც ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს ჩვენსა და აზერბაიჯან ს შორის ურთიერთობების დალაგებას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი, შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობებით სომხეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დინამიკურად ვითარდება და მინდა გაცნობოთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავკმაყოფილდეთ არსებულით და ახალი ჰორიზონტები გავხსნათ ურთიერთობებში“, - აღნიშნა ფაშინიანმა.