ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი „ენჯეოების“ უცხოური დაფინანსების საკითხს ეხმიანება.
მმართველ გუნდში არასამთავრობო ორგანიზაციების ცრუ გამჭვირვალობაზე საუბრობენ და დაფინანსების გამოქვეყნებას ისევ ითხოვენ.
„ენჯეოებს“, ერთი მხრივ, აქვთ ამბიცია, რომ ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე ტექნიკური მთავრობა დააკომპლექტონ და დემოკრატიული პროცესების გვერდის ავლით ხელისუფლებაში იყვნენ და მეორე მხრივ, მათ არ აქვთ გამჭვირვალეობა. შესაბამისად, საზოგადოებაში ჩნდება დამატებითი კითხვები, ვის სამსახურშია არიან ისინი? სინამდვილეში ვის ინტერესებს იცავენ და ემსახურებიან? მათ რომ ბმა და კავშირი არ აქვთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან და საზოგადოებასთან, ეს ჩვენ ზუსტად ვიცით“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.