ერევანში, სამმა თავდამსხმელმა, ხელყუმბარის გამოყენებით, პოლიციის განყოფილების შენობაში შეღწევა სცადა. ინციდენტი ნორ-ნორქის რაიონში მოხდა.
თავდამსხმელებმა ხელყუმბარის გამოყენება სცადეს, რის შედეგადაც ორი მათგანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მესამე თავდამსხმელი სპეცრაზმელებმა გაანეიტრალეს.
გამოძიება ტერორიზმის მუხლით არის დაწყებული.