გიორგი გამსახურდია პრეზიდენტზე: ყველანაირად შეეცდება ეს ქალი თავისი რესურსი გამოიყენოს, რომ სიტუაცია არიოს

გიორგი გამსახურდია პრეზიდენტზე: ყველანაირად შეეცდება ეს ქალი თავისი რესურსი გამოიყენოს, რომ სიტუაცია არიოს

ძალიან ბევრ ავანტიურისტულ ნაბიჯს გადადგამს, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

„ყველანაირად შეეცდება ეს ქალი თავისი რესურსი გამოიყენოს, რომ სიტუაცია არიოს. არაპროგნოზირებადი ადამიანია სამწუხაროდ, მაგრამ ყველანაირად შეეცდებოდა, რომ მაქსიმალური ზარალი მიაყენოს ქვეყანას“, - განაცხადა პირველი პრეზიდენტის შვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებისთვის ყოველდღიურად ელის ვითარების დაძაბვას და მმართველი გუნდის მხრიდან საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ეს იქნება განსხვავებული წელი, უფრო მეტ რისკთან დაკავშირებული. ყოველდღიურად დაიძაბება სიტუაცია. არ აქვთ მათ [ოპოზიციას] კონკურენტუნარიან გარემოში ჩვენი პოლიტიკურად დამარცხების რესურსი. ყველაფერს შეეცდებიან“, - განაცხადა გამსახურდიამ.