თამაზ მოლაშვილი: კი არ მომიკლეს მარტო, დამიტანჯეს შვილი. შვილის დატანჯვას მე, მამა, ვერ ვაპატიებ

თამაზ მოლაშვილი: კი არ მომიკლეს მარტო, დამიტანჯეს შვილი. შვილის დატანჯვას მე, მამა, ვერ ვაპატიებ

„იმედის კვირა“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მსხვერპლთა ოჯახების წევრებს შეხვდა. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს, რა ვითარება იყო საქართველოში, როდესაც მას მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი მართავდა.

სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა გაიხსენა რა პირობებში იმყოფებოდა ციხეში მისი შვილი.

„იქ, საპატიმროში რას უშხაპუნებდნენ, რეებს უკეთებდნენ? ერთმა ექიმმა, C-ჰეპატიტი აქვს, ვუმკურნალოთ. 11 თვის შემდეგ გავიგეთ ჩვენ. 11 თვე არ უმკურნალეს. ეს ვაპატიო? კი არ მომიკლეს მარტო, დამიტანჯეს შვილი. შვილის დატანჯვას მე, მამა, ახლავე რომ გამასხმევინოს ვინმემ სული, ვერ ვაპატიებ და როგორც გინდათ ისე გამიგეთ“, - ამბობს მოლაშვილი.