მამუკა მდინარაძე: მე მინდა შევაქო თაკო ჩარკვიანი, მას ეყო გამბედაობა და ღიად დამდგარა ლგბტ პროპაგანდის მხარეს, სხვასაც მოვუწოდებ, ვინც პროპაგანდის მხარეს არის, ყველამ გამოიჩინოს ასეთი სითამამე, ხალხს ეცოდინება რაშია საქმე

მე მინდა შევაქო თაკო ჩარკვიანი, მას ეყო გამბედაობა და ღიად დამდგარა ლგბტ პროპაგანდის მხარეს. ვულოცავ მას და სხვასაც მოვუწოდებ, რომ ვინც პროპაგანდის მხარეს არის, ყველამ გამოიჩინოს ასეთი სითამამე, ხალხს ეცოდინება რაშია საქმე, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას.

„გარანტიას გაძლევთ, როგორც კი დაინიცირდება კანონი, დაიწყება საუბარი, რომ ეს არის ანტიევროპული, ანტიდასავლური, მორიგი რუსული კანონი. რუსული, ანტიევროპული, ანტიდასავლური - მეტი მესიჯი არ აქვთ, გონება მეტზე არ მიჰყვებათ. როგორც ჩანს, მათი დავლებების მიმცემებიც მიხვდნენ, რომ მეტზე არ მიჰყვებათ გონება და არ შეუძლიათ მეტი“, - აღნიშნა მდინარაძემ.