ესენი, მთელი ნაცმედია ჩასაფრებულია, დაიწყებენ რომ უფლებების წინააღმდეგ არის ეს, რაღაც საოცრებებს ილაპარაკებენ, მაგრამ ჯერჯერობით ჩუმად არიან, არ აქვთ გადაწყვეტილი როგორ [არ] დაუჭირონ მხარი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„არადა, ვეუბნებით, უფლებებთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა რომ არ იყოს, როგორ ვებრძოლოთ ამას? - არა, კაციშვილი არ გვცემს ხმას. აგერ ხაზარაძის პარტიამ პრაქტიკულად მხარი დაუჭირა [ლგბტ პროპაგანდას] მერე პრაიდს ამოეფარნენ და არიან ჩასაფრებულები, როგორ დადგნენ ლგბტ პროპაგანდის მხარეს ისე, რომ ხალხს ეგონოს, რომ სხვა რაღაცას უდგანან მხარში“, - აღნიშნა მდინარაძემ.