ირაკლი ზარქუა: ეს არის რადიკალების გუნდი, რომელმაც 2008 წლის ომი ქართველ ბიჭებს დააბრალა, ასეთი გუნდისგან, იგივე ხელწერით, იგივე მანერით, იგივე ბელადით, სხვას ელოდით?

ირაკლი ზარქუა: ეს არის რადიკალების გუნდი, რომელმაც 2008 წლის ომი ქართველ ბიჭებს დააბრალა, ასეთი გუნდისგან, იგივე ხელწერით, იგივე მანერით, იგივე ბელადით, სხვას ელოდით?

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ ბრიუსელში ევროინტეგრაციის შესახებ მომზადებული რეზოლუციის ჩავარდნის საკითხზე „ქრონიკასთან“ კომენტარი გააკეთა. როგორც ზარქუამ განაცხადა, არ არის გასაკვირი ამ ადამიანებისგან ის, რომ ხელი არ მოაწერეს ამ რეზოლუციას, რადგან ისინი იმ გუნდს წარმოადგენენ, რომელმაც 2008 წლის ომი ქართულ მხარეს დააბრალა.

„მე არც გამკვირვებია ეს, რადგან ეს არის გუნდი რადიკალების და „ნაცმოძრაობის“, რომლებმაც 2008 წლის ომი ჩვენს ქართველ ბიჭებს დააბრალეს, როდესაც რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ეს არის გუნდი, რომელიც ქართველ ხალხს აბრალებდა ყველა უბედურებას, რაც ქვეყანაში ტრიალებდა. ამიტომ, ასეთი გუნდისგან, იგივე ხელწერით, იგივე მანერით, იგივე ბელადით სხვას ელოდით? - არა. ისინი უსამშობლოების გაერთიანება არიან“, - აღნიშნა ზარქუამ.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებული რეზოლუცია, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღეს.

„მონები“, „ქვეყნის გამყიდველები“, „სამარცხვინოები“ - ამ შეძახილებით დახვდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრიუსელიდან დაბრუნებულ რადიკალური ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ევრონესტზე პროევროპულ რეზოლუციას ხელი არ მოაწერეს.