საქართველოს ნაკრებს გამარჯვება ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელში მიულოცეს.
„საქართველო ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალშია. გილოცავთ“, - წერს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე.
საქართველო-ლუქსემბურგი 2:0-გილოცავთ“, - ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე ნაკრების გამარჯვებას.
„გამარჯვება ჩვენია! ვულოცავ ჩვენს საამაყო ბიჭებს, ვულოცავ მთელ საქართველოს! კიდევ ბევრი წარმატება გვეზეიმოს!“, - ეს კი დედაქალაქის მერის და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის, კახა კალაძის სიტყვებია.
საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მიულოცა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემაც.