ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებში, რომელიც ოპოზიციას მიაჩნდა, რომ იყო მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ ოპონირება, მივიდნენ იმ დონემდე, რომ ღიად თქვეს უარი ევრონესტზე ინიცირებულ რეზოლუციაზე

ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებში, რომელიც ოპოზიციას მიაჩნდა, რომ იყო მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ ოპონირება, მივიდნენ იმ დონემდე, რომ ღიად თქვეს უარი ევრონესტზე ინიცირებულ რეზოლუციაზე

ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებებში, რომელიც ოპოზიციას მიაჩნდა, რომ იყო მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონირება, მივიდნენ იმ დონემდე, რომ იძულებული გახდნენ, ღიად ეთქვათ უარი ევრონესტზე ინიცირებული რეზოლუციისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ეს იცის იმან, როდესაც შენი პოლიტიკა აგებულია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ რაც მეტად დავაზიანებ ხელისუფლებას და რაც უფრო დაზიანებული იქნება ქვეყანა, აღიქმება ეს ხელისუფლების ნაკლად და ეს გამიხსნის მე გზას ხელისუფლებისკენ. აი, იმ ორმოში თავად ჩავარდნენ, რომელსაც სხვას უთხრიდნენ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ევრონესტზე წარდგენილ რეზოლუციაზე, რომელიც სამი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ითვალისწინებდა, ქართული ოპოზიცია ინფორმირებული იყო.

„უკრაინულმა მხარემ და ე.წ. ქართულმა ოპოზიციამ გარედან მიიღეს ინსტრუქცია, რომ არავითარ შემთხვევაში ხელი არ მოეწერათ და არ დაეჭირათ მხარი რეზოლუციისთვის. ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ, რომ ესენი უკვე გარკვეულწილად „უსამშობლო პროექტის“ ადამიანები არიან. იმ პროექტმა ჩათვალა, რომ საქართველოსთან ერთად ევროპის სივრცეში ამ სამი ქვეყნის ერთად დაფიქსირება, ერთი ინტერესის გამოხატვა და პოლიტიკური სპექტრის ერთად წარდგომა ევროპის წინაშე მათი პროექტისთვის ძალიან დამაზიანებელი იქნებოდა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებულ რეზოლუციას, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღეს.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, პირველ ეტაპზე საჭირო იყო 2 დელეგაციის მინიმუმ 10 წევრის ხელმოწერა იმისათვის, რომ რეზოლუციის ტექსტს შემდგომი გაგრძელება ჰქონოდა. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოსა და მოლდოვის დელეგაცია, თუმცა, რაოდენობრივად საკმარისი არაა, რადგან ქართულ დელეგაციაში „ქართული ოცნებიდან“ მხოლოდ 4 დეპუტატია, ოპოზიციამ კი მხარი არ დაუჭირა ინიციატივას. ბოჭორიშვილის ინფორმაციით, მოლდოვას ჰყავს 3 დეპუტატი და სამივე უჭერდა მხარს, თუმცა, საჭირო იყო ან უკრაინის დელეგაციიდან ან ქართული ოპოზიციის წევრების მხარდაჭერა.