ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო არათუ სანქციების აცილების ადგილი არ არის, საქართველოს გამოცდილება და სისტემა სამაგალითო და გასაზიარებელია სხვა სახელმწიფოებისთვის

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო არათუ სანქციების აცილების ადგილი არ არის, საქართველოს გამოცდილება და სისტემა სამაგალითო და გასაზიარებელია სხვა სახელმწიფოებისთვის

გულწრფელად თუ გაინტერესებს ადამიანს რამე, დასვამ შეკითხვას იმ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და არ დაუდებ ამას საფუძვლად მტკიცებით ფორმაში გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველო არის რუსეთისთვის სანქციების არიდების ადგილი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა „იმედი LIVE“-ში ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„საქართველო არათუ [სანქციების] აცილების ადგილი არ არის, საქართველოს გამოცდილება და სისტემა სამაგალითო და გასაზიარებელია სხვა სახელმწიფოებისთვის. ამიტომ ასეთი რაღაცების გატარება არ შეიძლება. აქ უკვე ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ პოლიტიკაში მე შენ გაგაკრიტიკებ, დაუმსახურებელს გეტყვი. შენ მიზანმიმართულად, გააზრებულად შენს ქვეყანას ყველაზე უფრო მძიმე ცოდვებს აკერებ. ამის გატარება არაფრით არ შეიძლება. როგორც იმის, რომ მთელი 2 წლის განმავლობაში ამ ქვეყანას ჩირქს ცხებდნენ - ამ ქვეყანამ მოწამლა ადამიანი, აწამა ადამიანი, არ უმკურნალა... თანამედროვე ქვეყანაში ამაზე დიდი ბრალდებები არაფერია და როცა ვპასუხობთ, უკვირთ. პარლამენტის თავმჯდომარემ რომ განაცხადა, დაუშვებელია საქართველოს პარლამენტში ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები კეთდებოდესო, არგუმენტად მოიშველიეს, რომ რეგლამენტში არ გაქვთ უფლება, ეს განცხადება გააკეთოთო. ეს არის ის, რა უბედურებაშიც არიან ეს ადამიანები შესულები“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.