უკრაინის დელეგაციაში დღეს აქ (ბრიუსელში) წარმოდგენილი არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე აღნიშნავენ, რომ მათ აქვთ ვალდებულება მიჰყვნენ უკრაინის ხელისუფლების პოზიციას. სხვაგვარად ისინი ასეთ ფორუმებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ და მათი პოზიციები ნაკარნახებია უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„სამწუხაროა, ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ უსაფუძვლო, აბსოლუტურად გაუმართლებელი ბრალდებები საქართველოს წინააღმდეგ, თითქოს საქართველო ხელს უწყობს რუსეთს, თითქოს საქართველოს გამოყენებულია სანქციების თავიდან არიდების ადგილად. საბედნიეროდ, ამის არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. ასეთი განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რეპუტაციულ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას, თუმცა დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო პლატფორმებზე არის პრობლემა. უკრაინას აქვს ეს თავშეკავებული პოზიცია, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.