ლოს-ანჯელესში მოდელ კარა დელევინის სახლი დაიწვა

ლოს-ანჯელესში მოდელ კარა დელევინის სახლი დაიწვა

ლოს-ანჯელესში, ბრიტანელი მსახიობისა და მოდელის კარა დელევინის სახლი ხანძარმა გაანადგურა - შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი, მათ შორის, მეხანძრე დაშავდა. თავად მოდელი ქალაქში არ იმყოფებოდა.

ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, მსუბუქად დაშავებული მეხანძრე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სახლში მყოფმა ერთმა ადამიანმა კი მცირე რაოდენობით კვამლი ჩაისუნთქა. ადგილზე გამოცხადებულ 94 მეხანძრე-მაშველს ცეცხლის ჩასაქრობად ორ საათზე მეტი დასჭირდა.

დელევინის კატები, რომლებიც ცეცხლის გაჩენისას სახლში იმყოფებოდნენ, გადარჩნენ - მსახიობი მოგვიანებით მათ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მადლობას უხდის მეხანძრეებს მათი გადარჩენისთვის.