აკაკი ზოიძე: ჩვენ გვჭირდება ბალანსირებული ნარკოპოლიტიკა, რაც ნიშნავს მაქსიმალურ სიმკაცრეს ე.წ. გამსაღებლების მიმართ და ჰუმანურ დამოკიდებულებას მომხმარებლებისადმი

აკაკი ზოიძე: ჩვენ გვჭირდება ბალანსირებული ნარკოპოლიტიკა, რაც ნიშნავს მაქსიმალურ სიმკაცრეს ე.წ. გამსაღებლების მიმართ და ჰუმანურ დამოკიდებულებას მომხმარებლებისადმი

ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა სახელმწიფომ დიდი ოდენობით თანხები ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდაზე დახარჯოს. კერძოდ, მასობრივი სპორტის პოპულარიზაციაზე.

ზოიძემ ასევე ისაუბრა, თუ როგორი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს ქვეყანას ნარკოდამოკიდებულთა მიმართ.

„ჩვენ გვჭირდება ბალანსირებული ნარკოპოლიტიკა, რაც ნიშნავს მაქსიმალურ სიმკაცრეს ე.წ. გამსაღებლების, ნარკოტიკის არალეგალური ტრაფიკის ორგანიზატორების მიმართ და ჰუმანურ დამოკიდებულებას მომხმარებლების მიმართ. ანუ, მაქსიმალურ კრიმინალიზაციას, სასჯელის ზომას პირველ შემთხვევაში [გამსაღებლების წინააღმდეგ] და დეკრიმინალიზაციას მომხმარებლებთან მიმართებაში. ოღონდ აქ მთავარი მომენტია, რომ მკაფიო სამართლებრივი ზღვარი უნდა გაივლოს, ვინ არის გამსაღებელი და ვინ მომხმარებელი. უნდა შევძლოთ შესაბამისი ზომების მიმართვა თითოეულ მათგანზე. აი, ეს არის ნარკოპოლიტიკის ნაწილი“, - განაცხადა ზოიძემ.