ახლა უჭირავთ ხელში პლაკატები, სადაც რიცხვები წერია. აქამდე რა ეჭირათ ხელში, აბა გაიხსენონ - მიხეილ სააკაშვილის ბანერი, რომელსაც გადმოფენდნენ ხოლმე შიგადაშიგ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე ფარსს უწოდებს ოპოზიციის ნაწილის კამპანიას, რომელიც ქვეყანაში არსებულ ფასებზე აკეთებს აქცენტს.
„3 წელი სააკაშვილის გარდა ვერაფერზე ვათქმევინეთ სიტყვა და ახლა, არჩევნების წინ რომ თითქოს გაახსენდათ ადამიანი, ეს რომ ფარსია, ყველა ხედავს. მით უმეტეს, რომ ყველამ იცის ის გამოცდილება, რომელიც ამ ქვეყანას ჰქონდა მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.