მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტი მოზარდებს ურჩევს, ორგანიზმის საბოლოო ფორმირებამდე, სქესის შეცვლაზე გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავონ

მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტი მოზარდებს ურჩევს, ორგანიზმის საბოლოო ფორმირებამდე, სქესის შეცვლაზე გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავონ

მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტმა, ქეთევან მაყაშვილმა „იმედის კვირასთან“ მოზრდილ ასაკში სქესის შეცვლის საკითხებზე ისაუბრა.

მაყაშვილი ურჩევს დაინტერესებულ პირებს, ორგანიზმის საბოლოო ფორმირებამდე მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავონ.

„სანამ ორგანიზმი, ძვალ-კუნთოვანი სისტემა ბოლომდე არ არის ფორმირებული, მოდით, თავი შეიკავეთ, რადგან არ არის ჯერ სახე დალაგებული, ან სხეულის რომელიმე ნაწილი. თავი შეიკავეთ, ჯერ ფორმირდეს. მერე შეაფასოს, ასე ვთქვათ, ფსიქიკურად უკვე მზადმყოფმა ადამიანმა და შემდეგ გადაწყვიტოს - მართლა მიუღებლობა აქვს, თუ - არა“, - განაცხადა ქეთევან მაყაშვილმა.