საერთაშორისო პარტნიორები გმობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საარჩევნო უბნების განთავსებას

საერთაშორისო პარტნიორები გმობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საარჩევნო უბნების განთავსებას

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა ევროკავშირში და შეერთებულ შტატებში დაგმეს რუსეთის საარჩევნო უბნების განთავსება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ კრემლი „კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოსა და მოლდოვას სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის საარჩევნო უბნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და მოლდოვის, დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე. კრემლი კვლავ არღვევს ამ ერების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - წერს ო'ბრაიენი სოციალურ მედიაში.