ირაკლი კობახიძის მოწვევით საქართველოში ილია თოფურია ჩამოვა და საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარს წარადგენს

ირაკლი კობახიძის მოწვევით საქართველოში ილია თოფურია ჩამოვა და საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარს წარადგენს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით საქართველოში UFC-ს ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია ჩამოვა.

18 მარტს, 18:30 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას გულშემატკივრები დახვდებიან.

ასევე ცნობილია ისიც, რომ 27 წლის მებრძოლი საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ „დინამო არენაზე“ შეკრებილ გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს.