ილია დარჩიაშვილი: დღეს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ უფრო მეტი რეგიონული მნიშვნელობის პროექტები განვახორციელოთ

ილია დარჩიაშვილი: დღეს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ უფრო მეტი რეგიონული მნიშვნელობის პროექტები განვახორციელოთ

როდესაც პროექტებზეა საუბარი, ეს არის ძალიან ბევრი და ცნობილი რეგიონული პროექტი, რომელიც ჩვენს რეგიონს აძლევს საშუალებას შეასრულოს ბუნებრივი როლი და უფრო ეფექტიანად დავაკავშიროთ ევროპა აზიასთან, - ამის შესახებ ბაქოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ეს მარტო ჩვენი ფუნქცია და როლი არ არის. აქ ასევე სხვა ქვეყნები მონაწილეობენ. დღეს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ უფრო მეტი რეგიონული მნიშვნელობის პროექტები განვახორციელოთ იმისთვის, რომ საქართველომ, ერთის მხრივ, თავისი მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და მეორეს მხრივ, ჩვენი რეგიონი იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი, შედეგიანი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი ბუნებრივი როლი აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებადობის თვალსაზრისით იყოს თვალსაჩინო“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, აზერბაიჯანის დედაქალაქში ბაქოს დეკლარაცია გაფორმდა. ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარმოადგენს.