ნიკოლოზ სამხარაძე პარიზი გამართულ შეხვედრაზე: საუბარი გვქონდა საქართველოს საჭირბოროტო საკითხებსა და ორმხრივ ურთიერთობებზე

ნიკოლოზ სამხარაძე პარიზი გამართულ შეხვედრაზე: საუბარი გვქონდა საქართველოს საჭირბოროტო საკითხებსა და ორმხრივ ურთიერთობებზე

შევხდით სენატის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების თავმჯდომარის მოადგილეს, ქალბატონ კატრინ დიუმას. საუბარი გვქონდა საქართველოს საჭირბოროტო საკითხებსა და ორმხრივ ურთიერთობებზე, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

„განვიხილეთ ის მძიმე ვითარება, რომელიც არის უკრაინაში, განსაკუთრებით ბოლ,ო პერიოდში და ამ ვითარების შედეგები საქართველოზე და ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. კომიტეტი დაინტერესდა იმ პროგრესით, რომელიც გვაქვს 9 ნაბიჯთან დაკავშირებით და იკითხეს აგრეთვე, თუ როგორი შიდა პოლიტიკური ვითარებაა არჩევნებამდე“, - აღნიშნა სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი და კომიტეტის წევრი გრიგოლ ვაშაძე.