კარგად უწყიან, რომ ქართული საზოგადოება მათ დიდი ხანია მხარს არ უჭერს. უნდათ შექმნან დაპირისპირება საზოგადოებაში, ქაოსი, პოლარიზაცია, - ასე გამოეხმაურა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომლის თანახმად, „ნაცმოძრაობის“ ამოცანაა, ბრიუსელს დაანახონ, რომ არსებობს ალტერნატიული პოლიტიკური ძალა.
„ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს ყოფილა ხალხის პარტია, არასდროს ყოფილა ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი. ისინი ყოველთვის აქცენტირებულნი იყვნენ, რომ უცხოეთიდან საერთაშორისო ორგანიზაციების, ან [მათი] დამფინანსებლების ინტერესები გაეტარებინათ. კარგად უწყიან, რომ ქართული საზოგადოება მათ დიდი ხანია მხარს არ უჭერს. უნდათ შექმნან დაპირისპირება საზოგადოებაში, ქაოსი, პოლარიზაცია“, - აღნიშნა ზარქუამ.