ვინ არის მთავარი პარტია „ახალში“ - გვარამია თუ მელია? თემა აქტუალური პოლიტიკურ სპექტრში მათი პირველი ერთობლივი სატელევიზიო ეთერის შემდეგ გახდა.
მმართველი გუნდისთვის გვარამია-მელიას შორის უთანხმოება უკვე სახეზეა და ეს ყველაზე კარგად ტელეეთერმა წარმოაჩინა.
ბექა ოდიშარიას განცხადებით, პარტია „ახალი“ „ნაციონალური მოძრაობის“ თანამგზავრი, სატელიტი პარტია იქნება.
„ის იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თანამგზავრი, სატელიტი პარტია. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არის გარკვეული ტაქტიკური სვლები. არჩევნებზე დარჩებიან ალბათ 1-2%-ის ფარგლებში“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.