დავით მათიკაშვილი გვარამია-მელიაზე: წარმოუდგენელია ამ ორ „ნაც“, ოდიოზურ პიროვნებას შორის ისეთი ერთობა და კონგლომერატი, რომ საზოგადოებას თავი შუაშისტურ ძალად მოაჩვენონ

დავით მათიკაშვილი გვარამია-მელიაზე: წარმოუდგენელია ამ ორ „ნაც“, ოდიოზურ პიროვნებას შორის ისეთი ერთობა და კონგლომერატი, რომ საზოგადოებას თავი შუაშისტურ ძალად მოაჩვენონ

„კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“, - ეს მხოლოდ ყვავილებია, რეალურ შედეგებს ძალიან მალე დაინახავს საზოგადოება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გაერთიანების საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მელიასა და გვარამიას შორის ერთობა შეუძლებელია.

„წარმოუდგენელია ამ ორ “ნაც”, ოდიოზურ პიროვნებას შორის ისეთი ერთობა და ისეთი კონგლომერატი, რომ საზოგადოებას, ჯერ ერთი, თავი შუაშისტურ ძალად მოაჩვენონ და შემდეგ იმდენად ააწყონ შიდაპარტიული თემები, რომ ურთიერთდაპირისპირება არ მოხდეს. ეს არის აბსოლუტურად, სრულიად გამორიცხული რამ. აქაც ჩანს მათი “ნაცური” ბუნება. ის “ტრადიციები”, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებისგან ერთსაც და მეორესაც დღემდე მოჰყვება. საზოგადოებისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ რეალურად, არა რაღაც მესამე ძალასთან აქვს საქმე, არამედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” ტიპური კლონი“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.