გიორგი ვოლსკი: ამ მოსამართლეების განცხადება ამოვარდნილია მათი პროფესიული საქმიანობის ფორმატიდან - მორალური დანაშაულია, როდესაც მოსამართლე განსაზღვრავს, როგორ უნდა არსებობდეს სახელმწიფო და როგორ უნდა თმობდეს თავის სუვერენიტეტს

საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებთან დაკავშირებულ თემებში, ეს განცხადება ამოვარდნილია როგორც მათი პროფესიული საქმიანობის ფორმატიდან, ასევე, იმ ინტერესებიდან, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს, როდესაც მის სუვერენიტეტზეა საუბარი, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი 5 მოსამართლის მიერ ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის მოთხოვნის გაზიარებას.

„თუ კონკრეტული მოსამართლეები თავისი პოლიტიკური გემოვნებით „ნაცმოძრაობასთან” არიან დაკავშირებულები, ეს არის ფაქტი, მაგრამ ამ ფაქტის იქით, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულია - მორალური დანაშაული, როდესაც მოსამართლე გამოდის და განსაზღვრავს, როგორ უნდა არსებობდეს სახელმწიფო და როგორ უნდა თმობდეს თავის სუვერენიტეტს, იჯდეს სტუდენტის მერხთან და ვიღაც გამოცდას უტარებდეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

5 მოსამართლე - ნინო ბაქაქური, ეკატერინე გასიტაშვილი, მადონა მაისურაძე, ქეთი მესხიშვილი და მამუკა წიკლაური ქართულ სასამართლოში „ვეტინგის“ სისტემის დანერგვას იზიარებენ.