შალვა პაპუაშვილი: ისინი ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებენ, თუმცა ქართველი ხალხი ყოველ ჯერზე ამბობს, რომ ის არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და არც ერთ სხვა დედაქალაქში ქართველი ხალხის გადასაწყვეტი საკითხები არ უნდა წყდებოდეს

შალვა პაპუაშვილი: ისინი ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებენ, თუმცა ქართველი ხალხი ყოველ ჯერზე ამბობს, რომ ის არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და არც ერთ სხვა დედაქალაქში ქართველი ხალხის გადასაწყვეტი საკითხები არ უნდა წყდებოდეს

მთავარია ბრიუსელს დავანახოთ ძალა ვართო - ჩვენ ვხედავთ, რომ დაფინანსების სქემები უცხოეთიდან არის აწყობილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებენ და არა ქართველი ხალხისგან, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ისინი ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებენ და არა ქართველი ხალხისგან.

,,მთავარია ბრიუსელს დავანახოთ ძალა ვართო - ჩვენ ვხედავთ, რომ დაფინანსების სქემები უცხოეთიდან არის აწყობილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი ლეგიტიმაციას საზღვარგარეთ ეძებენ და არა ქართველი ხალხისგან. ჩვენ ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან გვაქვს. საბოლოო ჯამში, ჩვენ ბოლო ათწლეულის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ქართველი ხალხი ყოველ ჯერზე ამბობს, რომ ის არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და არც ერთ სხვა დედაქალაქში ქართველი ხალხის გადასაწყვეტი საკითხები არ უნდა წყდებოდეს,” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„ჩვენი ამოცანაა, ბრიუსელმა დაინახოს, რომ არსებობს ხელისუფლების ალტერნატივა, პროდასავლური პარტიათა კოალიციურ ალტერნატივა, რომელიც მოვა ხელისუფლებაში ოქტომბრის ბოლოს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.