ანრი ოხანაშვილი: შეხვედრაზე ვისაუბრეთ ეკონომიკურ საკითხებზე, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩვენ ლიხტენშტაინთან გვქონდეს ეკონომიკური თანამშრომლობა

ანრი ოხანაშვილი: შეხვედრაზე ვისაუბრეთ ეკონომიკურ საკითხებზე, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩვენ ლიხტენშტაინთან გვქონდეს ეკონომიკური თანამშრომლობა

თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩვენ ლიხტენშტაინთან გვქონდეს ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ მიმართულებით საინტერესო იყო მათი ინტერესების მოსმენა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენთვის საინტერესო იყო უშალოდ პრემიერ-მინისტრის ხედვების მოსმენა, როგორ მართავენ ისინი ამ ქვეყანას, მაშინ როდესაც ქვეყანას დიდი ტერიტორია არ აქვს და მიუხედავად ამისა, არის საპარლამენტო მონარქია. ასევე საუბარი იყო ეკონომიკურ საკითხებზე. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩვენ ლიხტენშტაინთან გვქონდეს ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ მიმართულებით საინტერესო იყო მათი ინტერესების მოსმენა“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ლიხტენშტაინში ვიზიტით მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს განაგრძობს. ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე კოლეგას ხვდება, მანამდე კი, შალვა პაპუაშვილს მთავრობის ხელმძღვანელმა უმასპინძლა. განხილვის მთავარი თემებია პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები, საქართველოს ევროპული მომავალი, მიღწეული პროგრესი და რეგიონში არსებული გამოწვევები.

აღსანიშნავია, რომ ლიხტენშტაინი წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეა.