ჯეიჰუნ ბაირამოვი: აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი დღის წესრიგი მრავალმხრივი, მდიდარი და სამაგალითოა მრავალი ქვეყნისთვის

ჯეიჰუნ ბაირამოვი: აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი დღის წესრიგი მრავალმხრივი, მდიდარი და სამაგალითოა მრავალი ქვეყნისთვის

აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი დღის წესრიგი მრავალმხრივი, მდიდარი და სამაგალითოა მრავალი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.

„სამი ქვეყნის ერთობლივი და ეფექტიანი საქმიანობა მიზნად ისახავს ჩვენი სახელმწიფოების განვითარებას, ჩვენი ხალხის კეთილდღეობასა, ჩვენი რეგიონის მშვიდობის უსაფრთხოებასა და პროგრესის რეგიონად გადაქცევას. დღეს კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ალიანსის ურთიერთობებზე და სამმხრივი რეგიონული თანამშრომლობის მიმდინარე ფორმატზე. დღეს უკვე ჩამოყალიბდა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ეკონომიკური სამკუთხედი, უზარმაზარ გეოგრაფიაში, რომელიც მოიცავს კასპიისა და შავი ზღვის აუზებს. ასევე ჩემს კოლეგებს ვაცნობე სომხეთთან პოსტკონფლიქტური ვითარების შესახებ - არსებობს ისტორიული შესაძლებლობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მისაღწევად“, - აღნიშნა ბაირამოვმა.

სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, აზერბაიჯანის დედაქალაქში ბაქოს დეკლარაცია გაფორმდა. ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარმოადგენს.