ილია დარჩიაშვილი: საქართველოს მტკიცედ ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას და მზად არის, გააგრძელოს თავისი წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში

ილია დარჩიაშვილი: საქართველოს მტკიცედ ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას და მზად არის, გააგრძელოს თავისი წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში

სამმხრივი ფორმატი წარმოადგენს რეგიონული თანამშრომლობის ერთ-ერთ ყოვლისმომცველ, ეფექტურ და წარმატებულ მექანიზმს. განსაკუთრებით დღეს, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე გამოწვევების ფონზე, აღნიშნული პლატფორმა კარგ შესაძლებლობას გვაძლევს, ვიყოთ მოქნილები საჭიროებებიდან და რეგიონის დღის წესრიგიდან გამომდინარე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მტკიცედ ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიან თანაცხოვრებას და მზად არის, გააგრძელოს თავისი წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში.

„გამოვხატეთ იმედი, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი უახლოეს პერიოდში შეათანხმებენ და ხელი მოეწერება სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც გარდამტეხი იმპულსი იქნება რეგიონში ხანგრძლივვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამკვიდრებლად. დღევანდელ გამოწვევებზე საუბრისას, აქცენტი გავაკეთეთ ერთობლივ რეგიონულ სატრანსპორტო, ენერგეტიკულ პროექტებზე, სამომავლო პერსპექტივებსა და დაკავშირებადობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის როლი აზიიდან ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების ტრანსპორტირების საკითხში და ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაწილეობით ბაქო სამმხრივი ფორმატის მეცხრე შეხვედრას მასპინძლობს. ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარმოადგენს.