16 მარტს პრემიერ- მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

16 მარტს პრემიერ- მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ 16 მარტს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.

„მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, აქედან გამომდინარე შემთხვევითი არ არის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში.

შაბათს ვიზიტი იქნება აზერბაიჯანში, ამას მოჰყვება ერთ კვირაში ვიზიტი სომხეთში. საუბარი გვექნება ყველა საკითხზე, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა და აქ, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ასრულებდა დადებით როლს, შესაბამისად ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ორმხრივი ურთიერთობები გაღრმავდეს და ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და სტაბილურობას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.