რაც შეეხება მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, ერთადერთი ორგანო კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ამოწმებს მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, ესაა იუსტიციის უმაღლესი საბჭო - კეთილი ინებოს ყველამ, ვისაც აინტერესებს მოსამართლეების კეთილსინდისიერება და აქვს გარკვეული ეჭვი სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მიმართონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მერე ჩაიხედონ, რამდენად სწორად იკვლევენ ისინი ამ საკითხს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებმა განაცხადა.
„მაგრამ არავითარი საქმე არ არსებობს და ვერ მიმართავენ ვერც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. შესაბამისად, ეს არის ცარიელი საუბრები. ჩემთვის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს ხელმძღვანელისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, ყოველგვარი არგუმენტებისა და დასაბუთების გარეშე. ეს არის სასამართლო ხელისუფლების მიტაცების, მასში ჩარევის მცდელობა, რასაც ბუნებრივია, ვერ დავუშვებთ. სასამართლო ხელისუფლება, ისევე როგორც ხელისუფლების სხვადასხვა შტო უნდა იყოს დამოუკიდებელი და უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ქართველ ხალხზე“, - აღნიშნა კობახიძემ.