გია აბაშიძე მსოფლიო ბანკის მონაცემებზე: ფასების დონის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო სამეულშია - ინფლაციაზე „ნაცსექტის“ დეზინფორმაცია ისეთივე უაზრო ფარსია, როგორც „მომაკვდავი“ სააკაშვილი

გია აბაშიძე მსოფლიო ბანკის მონაცემებზე: ფასების დონის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო სამეულშია - ინფლაციაზე „ნაცსექტის“ დეზინფორმაცია ისეთივე უაზრო ფარსია, როგორც „მომაკვდავი“ სააკაშვილი

ინფლაციაზე „ნაცსექტის“ მორიგი დეზინფორმაცია და ციფრებით უშინაარსო ჟონგლიორობა ისეთივე ხანმოკლე და უაზრო ფარსია, როგორც "მომაკვდავი" სააკაშვილი, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე მსოფლიო ბანკი კვლევის მონაცემებს, რომლის თანახმად, ფასების დონის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო სამეულში იმყოფება.

აბაშიძის განცხადებით, ტექნოლოგიების ეპოქაში, 2003 წლის სცენარით გავრცელებული "მესიჯბოქსები" მოძველდა. მისივე თქმით, ოპოზიცია საპროტესტო მუხტს ვერ აწევს ბოროტი ტყუილებით და ომის პროპაგანდით.

„ინფლაციაზე „ნაცსექტის“ მორიგი დეზინფორმაცია და ციფრებით უშინაარსო ჟონგლიორობა ისეთივე ხანმოკლე და უაზრო ფარსია, როგორც „მომაკვდავი“ სააკაშვილი. რევანშისტების ე.წ. რევოლუციური „მესიჯბოქსი“ 2003 წლის სცენარით დიდი ხანია მოძველდა ციფრული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის სწრაფად გავრცელების ეპოქაში. თანაც, საპროტესტო მუხტს ვერაფრით აწევენ მუდმივად ბოროტი ტყუილებით, ომისა და ნგრევის პროპაგანდით.
ფასების დონის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო სამეულში იმყოფება - კვლევას მსოფლიო ბანკი აწარმოებს, რომელიც 188 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ფასების დონის მაჩვენებლებს იკვლევს მსყიდველუნარიანობის მიხედვით“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

თომა ე, ქლიბო! რომ დამწკრივდებით, ეს იაფ ფასიანი ძალით მეხოტბები, ძალით ექსპერტები, ხელფასები შეადარეთ და მსყიდველთ უნარიანობა. ერთი შაიკა ხართ! ფარისეველთა ჯოგი, გინდ ნაცი იყოს გინდა ქოცი, თქვენს თავზე გაიარა ყველმ ვისაც ეს ქვეყანა უყვარს.
1 წლის უკან