არჩევნებამდე რვა თვით ადრე ოპოზიცია ცესკოს მუშაობას უნდობლობას უცხადებს. ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია აღარ უკვირს. მისი თქმით, ეს ქმედება ემსახურება ცესკოს, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის პროგრესის გადაფარვას.
„ცესკოს გამჭვირვალე საქმიანობასთან და ღია პროცედურებთან მიმართებაში დღეს არ არსებობს ობიექტური და არგუმენტირებული კრიტიკა და კითხვის ნიშნები. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ მიმდინარეობს ნეგატიური საინფორმაციო და მადისკრედიტირებელი კამპანიები კონკრეტული პერსონალების, იმისთვის რომ ჩვენი ვარაუდით, გადაიფაროს ის პროგრესი, რომელიც დღეს ინსტიტუციას თავისი ღია და გამჭვირვალე საქმიანობით აქვს.
ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება კონკურსების წინ, როდესაც ცესკოს დაკომპლექტების საკითხი შემოდის ხოლმე დღის წესრიგში“, - ამბობს კალანდარიშვილი.